ავტორის გზამკვლევი
გთხოვთ, გამოგზავნოთ მოხსენების წარმდგენი ავტორის მოკლე ბიოგრაფია, რომელიც დაახლოებით 50 სიტყვას უნდა შეიცავდეს და ცალკე დოკუმენტის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი, ფოტოსურათთან ერთად.
თეზისების ასატვირთად, რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მომხმარებლის მთავარ გვერდზე, თქვენი გვარი და სახელის სტრიქონში დააწექით ღილაკს [ახალი ატვირთვა] და მიყევით ინსტრუქციას.
სრული მოხსენების წარდგენის წესი:
მოხსენების მოცულობა - 5000 სიტყვა, არაუმეტეს 15 გვერდი (A4 ფორმატი), ძირითადი ტექსტი, დამოწმების გარეშე, შრიფტი Sylfaen; ზომა 11; ინტერვალი 1.15; Add space before paragraph ჩართული.
გვერდის საზღვრები: Normal. გვერდის ზომა დააყენეთ A4-ზე, ნაპირები (მინდვრები) 2.54cm. გთხოვთ, არ განათავსოთ ზედა და ქვედა კოლონტიტულები, ასევე, არ დანომროთ გვერდები. ტექსტში არ მიუთითოთ გვერდის ნომრები, რადგან შესაძლებელია შეიცვალოს.
არ გამოიყენოთ ბევრი სვეტი.
სათაური განათავსეთ მსხვილი შრიფტით, მარცხენა მხარეს, მხოლოდ პირველი გვერდის ზემოთ.
შემდეგ, მომდევნო ხაზზე მიუთითეთ ავტორთა სახელი და გვარი. თუ ყველა ავტორი ერთიდაიგივე ორგანიზაციის წარმომადგენელია, შემდეგი ფორმატი უნდა გამოიყენოთ: მთავარი ავტორი, თანაავტორი (ერთი), თანაავტორი (ორი), ორგანიზაცია (ინსტიტუტი), ქალაქი, ქვეყანა. რამდენიმე ავტორი სხვადასხვა ორგანიზაციიდან უნდა იყოს წარმოდგენილი შემდეგნაირად:
Andrew Nonymous1, მეორე ავტორი2 და მესამე ავტორი1
1განყოფილება, ფაკულტეტი და ინსტიტუტის (ორგანიზაციის) სახელწოდება, ქალაქი, ქვეყანა
აბზაცი დაცული იყოს ახალ სტრიქონზე გადასვლით (ამერიკული ვარიანტი APA Style).
1. ავტორისეული შენიშვნები განვათოვსოთ სქოლიოში და დავნომროთ ციფრებით.
2. დამოწმებული ლიტერატურა ტექსტში ასე მივუთითოთ:
[აბაშიძე 1970: 123]
[ვაისი 1862: 51]
ანუ: კვადრატულ ფრჩხილებში - ავტორის გვარი, გამოცემის წელი და გვერდი, რომელზეც არის ციტირებული ადგილი.
ხოლო ნაშრომის ბოლოში, სათაურით "დამოწმებანი", წყარო ასე დავიმოწმოთ:
წიგნები:
აბაშიძე 1970: აბაშიძე, კიტა. ეტიუდები XIX ს.-ის ქართული ლიტერატურის შესახებ.თბილისი: გამომცემლობა "მერანი", 1970.
ვაისი 1962: Weiss, Daniel A. Oedipus in Nottingham: D.H. Lawrence. Seattle: University of Washington Press, 1962.
პრესაში გამოქვეყნებული მასალები:
კიკნაძე 2010: კიკნაძე, ვალერი. "მიხეილ ჯავახიშვილი ახალი თეატრისათვის ბრძოლაში". ქართული უნივერსიტეტი 18-24 მარტი, 2010.