ტექნიკური მომსახურება:
ელ.ფოსტა: conference@sciencelib.ge

ღია საკონფერენციო სისტემები


ქართული გერმანისტიკა გუშინ, დღეს, ხვალ (წლის თემა - ქართულ-გერმანული ლიტერატურულ-კულტურული ურთიერთობანი)

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა გიწვევთ მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე „ქართული გერმანისტიკა გუშინ, დღეს, ხვალ (ქართულ-გერმანული ლიტერატურულ-კულტურული ურთიერთობები)“. პირველი კონფერენცია  2014 წელს ჩატარდა, რომელშიც  6-მა მომხსენებელმა წარმოადგინა ნაშრომი გერმანული ლიტერატურის შესახებ, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. მეორე კონფერენცია უფრო ფართომასშტაბიანი იყო. მასში მონაწილეობდნენ უცხოელი მკვლევრები. ასევე   გაფართოვდა  მოხსენებათა თემატიკა და ლიტერატურასთან ერთად საქართველოში არსებული გერმანული კულტურის თემებზეც იყო წარმოდგენილი მოხსენებები.  კონფერენციაზე სპეციალური სესია დაეთმობა პროფ. რეზო ყარალაშვილის მოღვაწეობას, რომლის  ხსოვნასაც უკვე ტრადიციულად ეძღვნება  აღნიშნული კონფერენცია.

რეზო ყარალაშვილი იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის პროფესორი, გერმანული ფილოლოგიის კათედრის გამგე, თსუ „გოეთეს კაბინეტის“ დამაარსებელი, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს, ფრიდრიხ შილერისა და თომას მანის საერთაშორისო საზოგადოებების წევრი.

რეზო ყარალაშვილი კითხულობდა ლექციებს ლიტერატურის ისტორიაში, სპეციალურ კურსებს თანამედროვე რომანის თეორიის, ლიტერატურული კრიტიკისა და ცალკეული ლიტერატურული მიმდინარეობების შესახებ ქართულ, გერმანულ და რუსულ ენებზე.

სწორედ პროფ. რეზო ყარალაშვილის  მოღვაწეობამ განაპირობა ის, რომ ჩვენ გვაქვს პატივი აღნიშნული კონფერენცია მივუძღვნათ მის ხსოვნას.

 

 

კონფერენციის ნახვა კონფერენციაზე რეგისტრაცია ატვირთვის წესები

ქართული გერმანისტიკა გუშინ, დღეს, ხვალ

ძვირფასო კონფერენციის მონაწილეებო!

იმის გამო, რომ რამდენიმე კოლეგას  დათქმულ თარიღთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, საორგანიზაციო ჯგუფმა მიზანშეწონილად ჩათვალა კონფერენციის ჩატარების თარიღი გადატანილ იქნეს 2017 წლის 16 მარტს. დეტალური ინფორმაციისათვის გადადით შემდეგ ბმულზე: www.ocs.sciencelib.ge

კონფერენციის ნახვა კონფერენციაზე რეგისტრაცია ატვირთვის წესები